ალიანსი არ არის მზად იმ საფრთხეებისთვის, რომლის წინაშე დადგება უახლოეს წლებში რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, დროა, ალიანსი ომისდროინდელ აზროვნებაზე გადავიდეს.
როგორც მან აღნიშნა, ნატოს წევრები თავდაცვაზე მშპ-ს 3%-ზე მეტს ხარჯავდნენ ცივი ომის დროს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლო ხარჯები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამინდელი 2%.
„რუსეთი ემზადება გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის უკრაინასთან და ჩვენთან. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც გველოდება 4-5 წელიწადში.
დროა, გადავიდეთ ომისდროინდელ აზროვნებაზე და გავზარდოთ ჩვენი თავდაცვითი წარმოება და თავდაცვითი ხარჯები“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.