“საქართველოს საკითხი აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში და მის მიმართ ინტერესი დიდია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი გამოხატავს ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში.
„ზოგადად ვხედავთ, რომ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს საქართველოსთან მიმართებით და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ საქართველო არის ძალიან ხშირად საერთაშორისო დღის წესრიგში. რა ფორმით და როგორ, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხი ნამდვილად აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს ზარიც, რა თქმა უნდა, გამოხატავს ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შეფასებები, თუ ეს განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს გარკვეულწილად ობიექტური შეფასებების საფუძველზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.