“სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, თავის ყველა მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია – ოპოზიცია და კრებსითი „ნაცმოძრაობა“, დიდწილად, სააკაშვილის მესიჯებითაც იმართებიან” – წილოსანი
“სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, თავის ყველა მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს, რითაც საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტებს ეხმაურება.
„სააკაშვილი, როგორც ცნობილი დიქტატორი და ჯალათი, ყველა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორი შინაარსის მატარებელია. ვიცით, რომ ოპოზიცია და კრებსითი „ნაცმოძრაობა“ დიდწილად, სააკაშვილის მესიჯებითაც იმართებიან და ამ სულისკვეთების ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, ყველა მისი მოწოდება აქ გარკვეულწილად სათანადო პასუხს პოვებს. ანუ, ისინი უფრო და უფრო რადიკალდებიან და დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამენ. მათ არ აკმაყოფილებთ არანაირი დისკუსია და დიალოგები. მათთვის მნიშვნელოვანია გადატრიალება, რისი მცდელობაც იყო და საბედნიეროდ, ჩაუვარდათ“, – განაცხადა წილოსანმა.