ლევან მაჭავარიანი ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე: ასეთი საქმიანი საუბრები უფრო დააჩქარებს იმ პირობას, რაც ჩვენ მივეცით ჩვენს მოსახლეობას ურთიერთობების სწრაფად გადატვირთვასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„ბატონ მაკრონს, რა თქმა უნდა, არ დაუყენებია არანაირი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ, ამასაც ჩვენი მოსახლეობის გასაგონად ვამბობ ძალიან მკაფიოდ. იყო საქმიანი საუბარი და ასეთი საქმიანი საუბრები, რა თქმა უნდა, უფრო დააჩქარებს იმ პირობას, რაც მივეცით ჩვენს მოსახლეობას ურთიერთობების სწრაფად გადატვირთვასთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები