“რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ხოშტარიას ჩაერიცხა, თუ არ ვცდები, ოთხი მილიონი რუბლი და ის გამოდის თითქოს ფლაგმანად, რომ რუსეთს ებრძვის” – ლევან მაჭავარიანი

“ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ხოშტარიას ჩაერიცხა, თუ არ ვცდები, ოთხი მილიონი რუბლი და ქალბატონი ხოშტარია გამოდის თითქოს ფლაგმანად, რომ რუსეთს ებრძვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამის შესახებ მმართველ პარტიას მტკიცებულებებიც ბევრჯერ აქვს ნაჩვენები.

„მტკიცებულებებით გვაქვს ბევრჯერ ჩვენი საზოგადოებისთვის ნაჩვენები. ვიდეოჩანაწერებიც იყო ქალბატონი ხოშტარიას დედა რუსეთში ერთ-ერთ მოქალაქეს რომ ემესიჯებოდა, ფულის ჩარიცხვა გვიანდებოდა და ა.შ. ისიც ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ხოშტარიას ჩაერიცხა თუ არ ვცდები, ოთხი მილიონი რუბლი და ქალბატონი ხოშტარია გამოდის თითქოს ფლაგმანად, რომ რუსეთს ებრძვის. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებ და მთელმა საქართველომ იცის, რომ მთელი მისი ოჯახი ფინანსდება წლების განმავლობაში რუსეთიდან. მაშინ მოდი ამ დაფინანსებაზე თქვას უარი და უფრო გულწრფელი გამოჩნდება ამ თავისი ნაბიჯით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები