ჩინეთში ბავშვებს დანით შეიარაღებული ადამიანი დაესხა

ჩინეთის პროვინცია ხენანში ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში თამაშობდნენ, დანით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა. დაჭრილია 4 ბავშვი. უცხოური პრესის ცნობით, გამვლელებმა ბოროტმოქმედი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. დამნაშავის თავდასხმის მოტივები უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ბავშვი კისრის მიდამოშია დაჭრილი. 2 ბავშვი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც უცხოური პრესა წერს, ჩინეთში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მხრიდან ბავშვებზე თავდასხმები იშვიათი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები