“შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა, ისე როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი” – მიხეილ სააკაშვილი
“შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა, ისე როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არველაძე არასდროს არ ყოფილა ფულის “ხამი”.
“მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა “აიაქსის” სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. არასდროს არ ყოფილა ფულის “ხამი” და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის.
იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, მკითხა “თქვენი პრეზიდენტი არველაძეა ხომ?” (შევარდნაძის დრო იყო”, – წერს სააკაშვილი.