გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, მათგან ერთი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას შეეხება, ხოლო მეორე გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობას უჭერს მხარს.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას ითხოვს.
რეზოლუციას მხარი 158-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ცხრა, ხოლო 13-მა თავი შეიკავა.
მეორე რეზოლუციაში, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობას, ნათქვამია, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მანდატს და მათ ოპერაციების გატარების საშუალება დაბრკოლების ან შეზღუდვის გარეშე მისცეს.
რეზოლუცია 159 ხმით იქნა მიღებული, აშშ-მა, ისრაელმა და შვიდმა ქვეყანამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 11-მა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ისრაელში იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, სააგენტოს ისრაელში მუშაობა ეკრძალება.