მდინარაძე – ოპოზიციაზე: სიმართლე არ არის მათ მხარეს
“მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები და რაღაცები არ უშველის, რადგან მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მათ უსუსურობას პიარ სტრატეგიები და რაღაცები არ უშველის, რადგან მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი და იქიდან გამომდინარე, რომ მათი ეს ბოროტი გეგმები არ განხორციელდა, დავასწარით, დავახარჯინეთ ენერგიაც. ამასობაში სწორი პოზიციაც ავირჩიეთ, ევროინტეგრაციის გზაზეც შედეგებთან მიმართებით სწორად ვმოქმედებთ. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ევროინტეგრაციის გზაზე სწორ სიარულში შედეგზე გადის და მეორე მხრივ, ამ ოპოზიციის მავნებლობას – 16, 20 დეკემბერს, შემდეგ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბერკეტს აცლის, რომ კვლავ რაღაც განსაკუთრებულ ტურბულენტობაში ამყოფონ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მდინარაძემ.