“ახალ წელს შევხვდებით ქალბატონი ზურაბიშვილის გარეშე”- ლევან მაჭავარიანი
“ქალბატონი ზურაბიშვილი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, 29 დეკემბერს იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“ახალ წელს შევხვდებით ქალბატონი ზურაბიშვილის გარეშე.
ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არ აღიარება აბსურდია. არანაირ ხელახლა არჩევნებზე საუბარი არ არის და არც იქნება. ის ზღაპარი, თითქოს დევიდ კოპერფილდი ჩამოვიყვანეთ, 300 000 ხმა გავაყალბეთ და 100 000 ადამიანს პირადობა ჩამოვართვით, ამ ზღაპრის თავიანთ მომხრეებსაც არ სჯერათ”, – აღნიშნავს დეპუტატი.