რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვიცით, ბატონი გვარამია, როგორ ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და ეს, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა და ახლა ჩვენ დანაშაულის სავარაუდო რეციდივთან გვაქვს საქმე

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიცით, ბატონი გვარამია, როგორ ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და ეს, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის რეციდივთან გვაქვს სავარაუდოდ საქმე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვიკვირს ვინაიდან, როდესაც ადამიანი ორიენტირებულია დანაშაულის ჩადენაზე ის ამ ზნეს, როგორც წესი, არ იცვლის და აქაც ჩანს ამ ადამიანების მანკიერი მხარე, რომ ფულის გულისთვის პირადი სარგებლის გულისთვის, მზად არიან გაწირონ ყველა და ყველაფერი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს.

ზაზა ოქუაშვილი კი აცხადებს, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც უფიქრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები