ჩიხელიძე – კეზერაშვილზე: ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როცა ომის მიმდინარეობის დროს სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ და საკუთარ კომფორტს იქმნი
“ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როცა ომის მიმდინარეობის დროს სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ და საკუთარ კომფორტს იქმნი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის „ქრონიკის“ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს.
“როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას.
მაშინ როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან, მინდორზე ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის და დღეს უკვე ოპოზიციის რეალური სახე, ქურდობა და ქვეყნის ღალატი. სხვა საქმე მათ არ გამოსდით”, – წერს ჩიხელიძე.