ნინო წილოსანი: ტელევიზიის მუშაობის გაჩერების დაანონსება არის თავის გადარჩენის მცდელობა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, გადაიყვანენ პოლიტიკურ ჭრილში, რომ თითქოს, ვინმე ებრძვის „მთავარ არხს“

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„მათი მხრიდან ტელევიზიის მუშაობის გაჩერების დაანონსება არის თავის გადარჩენის მცდელობა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, გადაიყვანენ პოლიტიკურ ჭრილში, რომ თითქოს, ვინმე ებრძვის „მთავარ არხს“. რეალურად, „მთავარის“ დაფუძნების მომენტიდან მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ იმის მიუხედავად, რამდენად მავნებლურ და ბოროტ პოლიტიკას ეწევიან. ნიშანდობლივია, რომ ამ ტელევიზიის დამფუძნებელი, ოპოზიციონერი, თავად ოქუაშვილი დაუპირისპირდა თავის დირექტორატს და იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე ბრალდებულნი იყვნენ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ისინი არ იშლიან თავისას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები