ზარქუა – სააკაშვილზე: თავის პარტიას არ ახსოვს და მე რატომ მახსოვდეს; ილაპარაკოს რაც უნდა, გიჟია
“სააკაშვილზე რა უნდა გითხრათ, ვერ არის კარგად. ახლა სააკაშვილი რატომ უნდა გახსოვდეს ან რატომ უნდა ვახსენოთ, მიტინგზეც კი ვინმემ რომ ახსენოს, შეიძლება, პიროტექნიკა მიუშვირონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
“იყოს და ილაპარაკოს, რაც უნდა, გიჟია. სააკაშვილი და მისი ბელადომანია დამთავრდა საქართველოში. თავის პარტიას არ ახსოვს და მე რატომ მახსოვდეს, დრო არ დავკარგოთ, სააკაშვილი წარსულია”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, სააკაშვილმა განაცხადა: “ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ”.