გიორგი მარგველაშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზა ოლეკას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
პრეზიდენტმა იუოზა ოლეკასთან საქართველო-ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის სამხედრო წვრთნებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ჩაატარებს.
მხარეებმა ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემულ თანამშრომლობის პაკეტზეც იმსჯელეს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.
ასევე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები