ონში დევნილი ოჯახებისათვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

ონში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა გაიმართა.
როგორც “კვირას“ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა ბინები კენჭისყრის პრინციპით გაანაწილეს. ფარული კენჭისყრით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.
აღნიშნულ ოჯახებს ბინები ონში, ბააზოვის ქ. N 1-ში, ყოფილი პოლიციის შენობაში გადაეცემათ. დევნილი ოჯახების შერჩევა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა. შენობაში სულ 8 ბინაა, აქედან 2 – ერთოთახიანი, 4 – ოროთახიანი, 2 – სამოთახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები