“არცერთი ობიექტური მოცემულობა არ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრი რაიმე სანქციას იმსახურებდეს” – ქადაგიშვილი
“ნებისმიერი სანქცია უსამართლოა, არცერთი ობიექტური მოცემულობა არ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრი რაიმე სანქციას იმსახურებდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ნებისმიერი სანქცია უსამართლოა, მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არცერთი ობიექტური მოცემულობა არ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრი რაიმე სანქციას იმსახურებდეს. სანქციებს აწესებენ და მას არანაირი განმარტება არ მოჰყვება. უკრაინამ ზვიად შალამბერიძე დაასანქცირა, მაგრამ არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა, რა კავშირი აქვს მასთან უკრაინულ სანქციას. სანქცია არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიაზე. სამწუხაროა, როცა ისინი ასეთი მიდგომებით ცდილობენ საქართველოსა და ხალხის ნებაზე ზემოქმედებას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.