“სანქციების დაწესების მოლოდინი არ გვაქვს, რადგან არ ვიმსახურებთ და საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით” – ვოლსკი

“უკვე ერთი წელია, კითხვა ისმის, დაწესდება თუ არა სანქციები? რასაკვირველია, სანქციების დაწესების მოლოდინი არ გვაქვს, რადგან არ ვიმსახურებთ და საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტრუქციულობა და დიპლომატიური მექანიზმები გაიმარჯვებს.

„საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით და ამისთვის დასანქცირების მოთხოვნა იმ უზნეობას აჩვენებს, რაც ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ. მსოფლიოში შექმნილი რეალობა მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალი არის მოლაპარაკებებისა და საერთო პოზიციების პოვნის და განვითარების, რადგან მსოფლიო ძალიან მძიმე გამოწვევებისა და განსაცდელის წინაშე დგას, რაც შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებებით გადაწყდეს. რასაკვირველია, საქართველოც არის თუნდაც მცირე სეგმენტი ამ პროცესებში. მგონია, რომ კონსტრუქციულობა და დიპლომატიური მექანიზმები გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები