თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი რუსთაველზე აქციის მონაწილეების მიერ იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბოს დაწვას ეხმაურება.

“გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტესშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიეთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლეობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები