ლუკაშენკომ ბელარუსში ბირთვული იარაღის არსებობა დაადასტურა
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მე აქ ატომური ქობინები შემოვიტანე. ბევრი წერს, რომ ეს ხუმრობაა და არავის არაფერი შემოუტანიაო. შემოიტანეს და ის ფაქტი, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ მათ ეს გამოეპარათ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ყველა მისი მტერი და მეტოქე გააფრთხილა, რომ თუ სახელმწიფო საზღვარზე ფეხსაც კი დაადგამენ, პასუხი მყისიერი იქნება.