“დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს; ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე” – ივანე ჩხაიძე

“დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს. ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, მარტის თვეში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა და ყველაზე მეტია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი.

“თუ გადავხედავთ, ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქიოლიტი სჭარბობს. ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს სტვენითი სუნთქვა.

ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.

ფილტვის ანთება და გრიპი ახლა ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა. ეს არის წლევანდელი სეზონის განსხვავება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდხანს არ იყო ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამოჩნდა კორონავირუსი – მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.

ეს მატება არ შეეხო მძიმედ მიმდინარე დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პაციენტები არიან. კორონავირუსის შემთხვევები მარტის თვეში გაცილებით ბევრი იყო გასულ თვეებთან შედარებით. „ომიკრონის“ ერთ-ერთი მუტაცია ცირკულირებს. საუბარი, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არ არის, მაგრამ, მომატებული არის”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები