“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გახდა

  • “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი გახდა. მას პოლიტსაბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.
    როგორც ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, არც პარტიის თავმჯდომარეს და არც მას, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმარისი დრო არ რჩება საკუთრივ პარტიული მუშაობისთვის.
    “ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული მშენებლობის საკითხი. 2012 წლიდან ვართ საარჩევნო პროცესში. მნიშვნელოვანია სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია იყოს პიროვნება, რომელიც დღე და ღამე აქტიურად იმუშავებს პარტიული საქმიანობისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები