“რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება” – ვოლსკი

“რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმის, რომ რუსეთმა გაიძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება.

„მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება, ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს თემა, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმის, რომ რუსეთმა გაიძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ არც აფხაზები აინტერესებთ, არც ქართველები, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, რასაც მიჰყვებიან და წარმატებით განახორციელეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი გავლენა და ძალა დაანახონ აფხაზურ საზოგადოებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები