მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!

“ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო. მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

„ხმას აღარ იღებენ ამ საკითხზე, იმიტომ რომ მიხვდნენ რა „მიქარეს“. მიხვდნენ რა გააკეთეს, ან საკუთარ თავს რა გაუკეთეს, ან მათ რომ ვინმემ ბოლომდე დაუჯეროს ქვეყანა რისთვის გაწირეს. „დანოსი“ გააგზავნეს უცხოეთში და ამასაც კი აპრავებდნენ იმ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ რუსული ქოლ-ცენრტრებიდან ფინანსდებიან. გუშინ, რუსული პროპაგანდისტული მანქანები აღიარებდნენ, რომ მათ ქვეყანაში, „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებლებს ჰქონდათ ქოლ-ცენტრი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები