აშშ-ის საგარეო კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე – “კაცი კაცია და ქალი ქალია”
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის, ბრაიან მასტის განცხადებით, კაცი კაცია და ქალი ქალია,- სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Floridian-ი აქვეყნებს.
გამოცემის მტკიცებით, ამერიკელ კანონმდებლებს ასეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც კონგრესში პირველი ტრანსგენდერი “დემოკრატი” დელავერიდან, სარა მაკბრაიდი აირჩიეს.
როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ “რესპუბლიკელმა” ნენსი მეისმა კონგრესში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ იმ საპირფარეშოში შესვლას აძლევს უფლებას, რა სქესიც მათ დაბადებიდან ჰქონდათ.
“ამ მასკარადის მიუხედავად, კაცი კაცია, ხოლო ქალი ქალია. საჭიროა მხოლოდ საღი გონება, რათა ჩვენ სწორი საპირფარეშოთი ვისარგებლოთ”,-განუცხადა მასტმა The Floridian-ს.