კახიანი – „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებაზე: არის შემთხვევები, როდესაც, ქმედითობის გამო, რეორგანიზაციების გატარებაა საჭირო; არსებული კანონმდებლობით შესაძლებელია, ეს საკმაოდ გართულებული მექანიზმი იყოს
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებას ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც, ქმედითობის გამო, გარკვეული რეორგანიზაციების გატარებაა საჭირო ამა თუ იმ უწყებაში.
„არის შემთხვევები, როდესაც, ქმედითობის გამო, რეორგანიზაციების გატარებაა საჭირო; არსებული კანონმდებლობით შესაძლებელია, ეს საკმაოდ გართულებული მექანიზმი იყოს. ამას უკავშირდება მნიშვნელოვანწილად ის, რომ რეგულაციები შესაძლოა, შეიცვალოს მეტი სრულყოფა მოხდეს, დაიხვეწოს და ა.შ.“, – აღნიშნა კახიანმა.