“პუტინის 12 გმირობა“ – მხარდამჭერებმა რუსეთის პრეზიდენტი ჰერაკლეს შეადარეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს 62 წლის ხდება. ფეისბუქ-ჯგუფის „ვლადიმერ პუტინის მომხრეების ქსელის“ წევრები რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენას სწორედ 7 ოქტომბერს გახსნიან. გამოფენის სათაური „პუტინის 12 გმირობა“ იქნება.
პროექტის ფარგლებში დიზაინერები და მხატვრები სურათებს წარმოადგენენ, რომლებშიც პუტინის საქმიანობას ჰერაკლეს გმირობებს დააკავშირებენ.
„ვლადიმერ პუტინის მომხრეებმა“ რუსული პრეზიდენტის ქმედებები ახალ პირობებში ანტიკური გმირის 12-ვე გმირობას დაუკავშირეს.
1. “ნემეის ლომი”- ბრძოლა ტერორიზმთან 2. “ლერნეს ჰიდრა”- პასუხი სანქციებზე 3. “კერინიის ფურირემი”- ოლიმპიადა სოჭში 4. “ერიმანთოსის ტახი”- ოლიგარქიის ლიკვიდაცია 5. “ავგეას თავლების გაწმენდა”-კორუფციასთან ბრძოლა 6. “სტიმფალიდები”-სირიის დაბომბვის შეჩერება 7. “კრეტას ხარი”- ყირიმი 8. “დიომედეს ულაყები”- ”მისტრალის” კონტრაქტი 9. “ამორძალთა დედოფლის სარტყელი”- ”ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის მშენებლობა 10. “გერიონის ხარები”- გაზის კონტრაქტი ჩინეთთან 11. “ჰესპერიდების ვაშლები”-” მინსკის შეთანხმების” მიღწევა 12. “ცერბერი”- ბრძოლა ამერიკასთან.