შალვა პაპუაშვილი – საპრეზიდენტო არჩევნებზე: არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში

“არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ცესკოსთან აქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ყველაფერი ორგანიზებულად იყოს უზრუნველყოფილი.

“როგორც იცით, მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა, პარასკევს დაიხურება საშემოდგომო სესია. ასევე, შაბათს, 14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. როგორც იცით, საარჩევნო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, პარლამენტის შენობაში. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ყველაფერი ორგანიზებულად იყოს უზრუნველყოფილი. იცით, რომ პარლამენტის ყველა წევრი ხართ კოლეგიის შემადგენლობაში. თქვენთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა საორგანიზაციო დეტალს გაგაცნობთ. რაც შეეხება უკვე პარლამენტის მუშაობას, როგორც ვთქვი, მიმდინარე კვირას გვექნება ბოლო სასესიო კვირა. არის ახალი ინიციატივები, რომლებიც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები