“დიდ წარმატებას ვუსურვებ ზვიად ჯანყარაშვილს, მას ამ თანამდებობაზე ძალიან დიდი შრომა ელის“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ზვიად ჯანყარაშვილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარმატებას უსურვებს.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანყარაშვილს ამ თანამდებობაზე დიდი შრომა ელის.
“თუ პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო, ეს, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მე არ მეკუთვნის ამ თემის კომენტირება, მე მხოლოდ დიდ წარმატებას ვუსურვებ ზვიად ჯანყარაშვილს, რადგან მას ამ თანამდებობაზე ძალიან დიდი შრომა ელის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები