სამხედრო ექსპერტი ყვება, თუ რატომ ჩაეჭიდა პუტინი დონეცკის აეროპორტს

დონეცკის აეროპორტი – სტრატეგიული ობიექტი, რომლის მიმართ მუდმივად ცეცხლი იხსნება. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელი დროის მანძილზე მისი შტურმით აღების არაერთი მცდელობა იყო. კითხვაზე, თუ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი დონეცკის აეროპორტი უკრაინისთვის, ერთ-ერთ სტატიაში უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გადამდგარმა გენერალ-პოლკოვნიკმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანატოლი ლოპატამ უპასუხა.
„დონეცკის აეროპორტი, როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი „მეგობრებისთვის“ იყო და რჩება სტრატეგიულ ობიექტად. ამიტომ ეს ობიექტი სამხედრო ინტერესს გამოიწვევს. გათვალისწინებულია სამხედრო ამოცანების სწრაფი გადაწყვეტა, განსაკუთრებით საბრძოლო მოქმედებების ზონაში ხალხის და ტექნიკის გაგზავნა. ამიტომ ბრძოლა აეროპორტისთვის ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იქნება სიკვდილამდე იმისთვის, რომ დონეცკის ოლქში და უკრაინაში ამ შესასვლელ კარს დაეუფლონ. თუ მას ხელიდან ვუშვებთ – რას ვკარგავთ? ყველაფერს ვკარგავთ. ვკარგავთ ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვის დაბრკოლებების შექმნის საშუალებას. ეს არის და ეს“, – განაცხადა ექსპერტმა. ლოპატას თქმით, მცნება „სტრატეგიული ობიექტი“ – ყველაფრისმთქმელია. „თუ ტერორისტები დონეცკის აეროპორტს ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ, შეიძლება კი დავიწყოთ საუბარი უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი ექსპანსიის შესახებ? ეს ტერორისტებს კი არ სჭირდებათ. ეს რუსეთს სჭირდება. პუტინი – სხვისი ნების შემსრულებელია. არ იფიქროთ, რომ რუსეთით პუტინი ხელმძღვანელობს. რუსეთით ხელმძღვანელობს ადამიანების დიდი ჟგუფი. რუსეთი ცდილობს ამოცანების შესრულებას და უკრაინის დაპყრობას. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. თუმცა არსებობს პირველი რიგის ამოცანები, და არსებობს ამოცანები მეორე რიგის. პირველი რიგი – დონეცკი, ლუგანსკი, ხმელეთით ყირიმთან გასასვლელი. ასე რომ, არ იღელვოთ, – ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. შევძლეთ კი შევინარჩუნოთ დონეცკის აეროპორტი, მარიუპოლი და დებალცევო? ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ! აი ეს არის ჩვენი ამოცანა. პუტინს თავისი ამოცანა აქვს, ჩვენ – ჩვენი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები