“ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია; ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს” – წილოსანი
“ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს საშინელება ასხამს წყალს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
“იმედი მაქვს, გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა”, – წერს წილოსანი.