“აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის იმათი ცნობადობა, სოციალური სტატუსი, პოპულარობა თუ წარსული დამსახურებები, ვინც ურცხვად ამტკიცებს, რომ აქციები არის მშვიდობიანი” – ანჯაფარიძე
“აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის იმათი ცნობადობა, სოციალური სტატუსი, პოპულარობა თუ წარსული დამსახურებები, ვინც ურცხვად ამტკიცებს, რომ აქციები არის მშვიდობიანი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემთვის ამის მთქმელები არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ძალიან რბილად რომ ვთქვა.
მათი ლტოლვა, რომ ყოველი პუტჩის მცდელობისას მაინცადამაინც პუტჩისტების მხარეს დადგნენ, არის მათი საფირმო ნიშანი”, – წერს ანჯაფარიძე.