ნატო დონბასში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას ითხოვს
ნატოს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევითაა შეშფოთებული. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგი პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა. სტოლტენბერგის აზრით, რუსეთმა საკუთარი გავლენა პრორუსულ მეამბოხეების მიმართ უნდა გამოიყენოს, რომლებზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის პასუხისმგებლობა დააკისრა. ამასთან ნატოს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის მთავრობის ძალისხმევას, რომელიც, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე და კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისკენაა მიმართული.