სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ ის “გულწრფელად ნანობს” გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დაწესების შესახებ. ამის შესახებ მან ეროვნული ტელევიზიით გადაცემულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გულწრფელად ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, ვინც, როგორც ჩანს, ძალიან გაკვირვებული იყო, გულწრფელად ვამბობ: არ იქნება ისეთი ვითარება, როგორიც არის მეორე საომარი მდგომარეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იუნ სეოკ იოლმა ასევე პირობა დადო, რომ პასუხისმგებლობას აიღებს თავის ქმედებებზე და არ შეეცდება თავიდან აიცილოს სასჯელი, თუ ეს საჭირო იქნება.

„არ ვაპირებ თავიდან ავიცილო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ქვეყნის სტაბილიზაციის ამოცანას ანდობს თავის პარტიას და მთავრობას, თუნდაც საკუთარი გადადგომის ფასად. ამასთან, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზად მან ოპოზიცია დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის მუშაობის პარალიზებული „ანტისახელმწიფო ძალაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები