აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა და მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა
აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა და მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა.
პარლამენტის შენობასთან კვლავ საპოლიციო ძალები რჩებიან.
მსვლელობას ავტომობილები სიგნალებითა და შეძახილებით უერთდებიან და აქციის მონაწილეებს ამხნევებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე მე-9 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.