რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის ღონისძიება დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველებმა პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ამასთან, სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები