აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე მე-9 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები