სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება.

„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები