გია ჭანტურია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს ოთარ კაკაბაძისგან „პასი“ არ მიიღონ
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს ოთარ კაკაბაძისგან „პასი“ არ მიიღონ.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, სცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები, იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია სირცხვილია, რომ „პასიც“ მიიღოთ მაგათგან.
მივმართავ, საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს თავისი პოზიცია, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც შეიძლება შენი გადასაწყვეტი იყოს შენი ქვეყნის ბედი. ერთობლივად რომ დამდგარიყავით, ის, როგორც ჩვენ დავუდექით კაპიტან კაშიას ერთ მშვენიერ დღეს, რომელმაც სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაივიწყა, ასე თქვენმა ერთად დადგომამ შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს“, – აღნიშნა გია ჭანტურიამ „ფორმულასთან“.