თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა განლაგდა
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური ტექნიკა განლაგდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე მე-9 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.