რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კვლავ პიროტექნიკას ისვრიან
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები კვლავ პიროტექნიკას იყენებენ.
ისინი პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან. პარალელურად ისმის შეძახილებიც.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.