ერთ-ერთი პოლიციელის დედა: ჩემი შვილი მუშაობს საპატრული პოლიციაში და არანაირი შეხება არც აქვს და არც ჰქონია სპეცრაზმთან – „მთავარმა არხმა“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა

ერთ-ერთი პოლიციელის, გიორგი ცუცქირიძის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც დალი ბალამწარაშვილი აღნიშნავს, მის შვილს სპეცრაზმთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

„გავრცელდა დეზინფორმაცია ჩემი შვილის, გიორგი ცუცქირიძის შესახებ, რომელიც მუშაობს საპატრულო პოლიციაში და არანაირი შეხება არც აქვს და არც ჰქონია სპეცრაზმთან!!!! გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა „მთავარმა არხმა“ არ შეესაბამება რეალობას. ყველას უკან დაუბრუნოს უფალმა ის სისაძაგლე რაც ჩემ შვილს და ჩვენ ოჯახს უსურვეს“, – წერს პოლიციელის დედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები