პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია.

მომიტინგეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და პროტესტს სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები