მექსიკაში სამარხში 28 ცხედარი აღმოაჩინეს
მექსიკაში სამარხში 28 ცხედარი აღმოაჩინეს. გამომძიებლები ახლა გარდაცვლილების ამოცნობაზე მუშაობენ.
ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც სექტემბერში, პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილე 43 სტუდენტი გაუჩინარდა.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ახალგაზრდები პედაგოგების უფლებების დასაცავად გამოდიოდნენ, რა დროსაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. მაშინ ადგილზე 6 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები კი, თვითმხილველების ცნობით, პოლიციის მანქანებით გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, პოლიციის 22 თანამშრომელი უკვე დაკავებულია.