ლევან ჯავახიშვილმა ტელეიმედი დატოვა, ის TVS-ის საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს
ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი ახლად დაფუძნებულ ტელეკომპანია TVS-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. ამის შესახებ ჯავახიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ჯავახიშვილის თქმით, ჯერჯერობით არ იცის, როდიდან გავა TVS-ის ეთერით სანფორმაციო გამოშვება, თუმცა მისივე თქმით, არხის ხელმძღვანელობისგან წამყვანობის შეთავაზება უკვე მიიღო.
ტელეარხი TVS რამდენიმე კვირაა, რაც მაუსწყებლობს და მისი გენერალური დირექტორი გაზეთ „პრაიმტაიმის” დამფუძნებელი თამარ ფხაკაძეა.
TVS გადაცემებს ყველა სეგმენტისთვის მოამზადებს. ამავე არხზე თოქ-შოუ „თავისუფალი სექტორის” წამყვანი იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი წევრი, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი.