“ყველა დაძაბულობა პროვოცირებული იყო რადიკალების მიერ; სპეცრაზმი აქციის დაშლას იწყებს მაშინ, როცა ,,მშვიდობიანი მომიტინგეები’’ აგრესიაზე გადადიან” – ავთანდილ ცინცაძე

“რა ვნახეთ გუშინ? მას შემდეგ, რაც აქციის აგრესიულ მონაწილეებს პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების საშუალება აღარ მიეცათ, აქცია გახდა მშვიდობიანი”, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცინცაძე გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვამბობდით. ყველა დაძაბულობა პროვოცირებული იყო რადიკალების მიერ!!

სპეცრაზმი აქციის დაშლას იწყებს მხოლოდ მაშინ, როცა ,,მშვიდობიანი მომიტინგეები’’ აგრესიაზე გადადიან!

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შსს ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით!!”, – წერს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები