ალეკო ელისაშვილი ძალადობის მუქარის ბრალდებით დააკავეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაკავებული, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები