ლევან ხაბეიშვილი: არავინ არ გაჩერდეთ სახლში

“გეგმა არის შემდეგი: დაუღალავად მივაწვებით 4-5 დღე და აი, მაშინ მოვიგებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახლში არავინ უნდა დარჩეს და ყველა ქალაქში პროტესტი უნდა გაიშალოს.

„არავინ არ გაჩერდეთ სახლში, სპეცრაზმმა მაქსიმუმ გაძლოს 4-5 დღე. ინტენსიურად უნდა შევუტიოთ ამათ და მივაწვეთ. 3 დღის შემდეგ იღლებიან და მეოთხე დღეს ფაქტობრივად უფუნქციო არიან. ყველა ქალაქში უნდა იყოს წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ გაარუსეს ეს ქვეყანა, ამიტომ ნურავინ ნუ დარჩებით სახლში. გეგმა არის ყოველდღიური ბრძოლა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში მოქალაქეები “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული, სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციაც.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები