თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის გუშინდელი ვანდალიზმის შედეგების გამართლებას პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ბანს აძლევს – მოსაზრება, რომ საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს არის ტყუილი
ოპოზიციური სპექტრის ვანდალიზმის შედეგების გამართლებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ბანს აძლევს და დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”. სინამდვილეში სიმართლე სულ სხვაა, ქართული სახელმწიფო დიდი მონდომებით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% მას შესრულებული ექნება, რაც იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ შესრულებული საქმით საქართველო ღირსეულად შეფასდეს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მოქმედებს მყარი პოლიტიკური გეგმით 2028 წლისთვის შეასრულოს ასოცირების შეთანხმების 90% მეტი, შესაბამისად მოსაზრება, რომ საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს არის ტყუილი.
„პოლიტიკურ იმიჯწართმეული ოპოზიციური სპექტრის გუშინდელი ვანდალიზმის შედეგების გამართლებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ბანს აძლევს და დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.
სინამდვილეში სიმართლე სულ სხვაა, ქართული სახელმწიფო დიდი მონდომებით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% მას შესრულებული ექნება, რაც იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ შესრულებული საქმით საქართველო ღირსეულად შეფასდეს.
მინაწერი: ქართული სახელმწიფო მოქმედებს მყარი პოლიტიკური გეგმით 2028 წლისთვის შეასრულოს ასოცირების შეთანხმების 90% მეტი, შესაბამისად მოსაზრება, რომ საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს არის ტყუილი და ამ პოლიტიკური ნარატივით ქუჩაში უმიზნოდ დგახართ, ოპოზიცია გიყენებთ რადგან ცდილობს არ დასვათ კითხვა – სინამდვილეში რა ხდება და კომფორტულად იყოთ მათ ცრუ შინაარსში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.