„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“

“ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.

“ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.

#სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება”,- წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები